20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
იორმუღალოელი მწყემსები ხელისუფლებას არჩევნების ბოიკოტირებით ემუქრებიან

სოფელ იორმუღალოში ადგილობრივი მწყემსები საძოვრების პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. თუ ხელისუფლება მეცხვარეების მოთხოვნებით არ დაინტერესდება, ადგილობრივები საგარეჯოს შუალედური არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავენ.

მწყემსების განმარტებით, ისინი მილიონზე მეტ სულ ცხოველს პატრონობენ, სოფლის საძოვრები კი ხელისფულებამ გაასხვისა და შორეულ მინდვრებამდე გადასვლისას პრივატიზებული მიწების გადაკვეთა მაინც უწევთ, რაც ახალ მესაკუთრეებთან დაპირისპირებას იწვევს. საქმე ხშირად სასამართლო გარჩევებამდე მიდის.

სოფელ იორმუღალოში დღეს კახა კუკავა ჩავიდა და მწყემსებს სამართლებრივ დახმარებას დაპირდა.

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი სოფლის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში დაიცავს.

დღის ამბები