ახმეტაში, სოფელ არგოხში დოღი სახელწოდებით ”სტუმარ-მასპინძელი” მოეწყო.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძება ქართველი, ჩეჩენი და ქისტი ახალგაზრდობის მეგობრობის განმტკიცებას ეძღვნება.
სანახაობას ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მოგვიანებით დოღში გამარჯვებულებიც გამოავლინეს.
პირველი ადგილი პანკისელმა, 15 წლის ისლამ მაჩალიკაშვილმა მოიპოვა, რომელსაც 500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა. მეორე ადგილზე გასულს - 150 ლარი, ხოლო მესამე პოზიციის მფლობელს -100 ლარი ერგო.
ღონისძიება კომპანია დანიელ ვაინერის დამუძნებლის, ეკა ჭვრიტიძისა და თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა..