მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
ჯვართამაღლება კონსტანტინე დიდის სახელს უკავშირდება. ის რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.