სოხუმის დაცემის დღე ბათუმშიც გაიხსნეს. გმირთა ხეივანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის დროს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები შეკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უახლოესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე.
შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა კი სულის მოსახსენებელი პანაშვილი გადაიხადეს.
ბათუმის მერიის ინიციატივით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა 70 ოჯახს 300 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება გადაეცათ.