20 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"არა ოკუპაციას" -მთავრობის კანცელარიასთან აქცია იწყება

"არა ოკუპაციას"  ამ ლოზუნგით თბილისში მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება, რომელიც აფხაზთა კრების ორგანიზებით იმართება. 

აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოითხოვენ, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფხაზთა კრების წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ და ერთიანობისკენ მოუწოდებენ. 

აქციაზე გაიხსენეს, 22 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. 

საპროტესტო აქციაზე მოეწყო გამოფენა. მთავრობის კანცელარიასთან წარმოდგენილია ფოტოები, რომელიც აფხაზეთში ომამდე, ომის დროს და მის შემდეგ არსებულ ვითარებას ასახავს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები