20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
კიწმარიშვილის საქმე-ფაქტები, რომლებიც მისი თვითმკვლელობის ვერსიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 14 თვის შემდეგ საქმე კვლავ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, იურისტები და თანამოაზრეები კი ფიქრობენ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი კი არ მოიკლა და ის მოკლეს. 

ეროსი კიწმარიშვილის საქმეში თვითმკვლელობასთან დაკავშირებით ბევრი შეუსაბამობა, რომ არსებობს ამის შესახებ სუბრობს კიწმარიშვილების ადვოკატი გაგი მოსიაშვილი. 

"თუნდაც ის ფაქტი, რომ ძრავი მუშა მდგომარეობაში იყო მოყვანილი. ავტომობილი და მძღოლი შესაბამისად მზად იყო გადასაადგილებლად. ეს დადასტურებულია ექსპერტიზის მიერ. ეს ერთ-ერთი ნიუანსია და არა ერთადერთი იმისათივს, რომ მე როგორც იურისტმა ვიფიქრო, რომ აქ ადგილი ჰქონდეს არა თვითმკვლელობას, არამედ რამე უფრო მძიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,"- აცხადებს გაგი მოსიაშვილი. 

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს თიკო ბეჟაშვილი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის ახლო მეგობარი და თანაშემწე იყო. 

ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეროსი არ ხმარობდა მანქანის სამზეურს, რადგან ეკეთა ყოველთვის სათვალე, არ წევდა ფანჯრის მინას, თუ ის ავტომობილში ბენზინს არ ასხამდა და არ ჯდებოდა ავტომობილში დაქოქვიდან რამდენიმე წუთი, რომ ავტომობილი გაგრილებულიყო. 

"ეროსის წესად ჰქონდა, რომ მანქანის დაქოქვიდან გარკვეული პერიოდი არ ჯდებოდა, რომ გაგრილებულიყო. ფანჯარას არ წევდა ჩვევაში არ ჰქონდა. მხოლოდ მაშინ წევდა ფანჯარას, როცა ასხამდა ბენზინს და აწვდიდა თანხას ან ბარათს. თავის მხარეს მინა ეს გასაკვირია და კიდე ორი მინა ეს უკვე ჩემთვის დიდი ეჭვია. ხმარობდა მზის სათვალეს, რომელიც ძალიან უყვარდა და არ ხმარობდა სამზეურს. ავტოფარეხი, სადაც მანქანას აყენებდნენ არის ნახევრად ბნელი და იქ არ გჭირდება სამზეური,"- აცხადებს ეროსი კიწმარიშვილის ყოფილი თანაშემწე თიკო ბეჟაშვილი. 

ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ასევე ამბობს, რომ კიწმარიშვილს დეპრესია არ ჰქონდა და არც იმაზე ნერვიულობდა, რომ რუსთავში არჩევნებში დამარცხდა. მეტიც, ბეჟაშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი კმაყოფილი იყო იმ შედეგით, რაც მან არჩევნებში აჩვენა. 

"წარმოუდგენელია მისი თვითმკვლელობა. ეს აბსურდია. პირიქით ოპტიმისტურად იყო. რუსთავში არჩევნების შედეგებით კმაყოფილი იყო, ემზადებოდა 2016 წლისთვის არჩევნებში. ვერ გაიმარჯვა არა, იმ ძალიან მოკლე პერიოდში რაც მან 3 კვირის განმავლობაში კამპანია აწარმოა ეს იყო ძალიან კარგი შედეგი. მეც და თავად ეროსიც ასე ვთვლიდით. სამშაბათს ნახეს მკვდარი, მე მყავდა ნანახი კვირას.  კვირას ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე,"- აცხადებს თიკო ბეჟაშვილი. 

 

 

დღის ამბები