გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა იარაღარი არა თავის დასაცავად, არამედ მისი ძმისთვის საჩუქრად შეიძინა დღეს თავად მისი ძმა ზურაბ კიწმარიშვილი უარყოფს. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში ეროსი მისთვის იარაღს არ შეიძენდა. მეტიც ზურაბ კიწმარიშვილი ფიქრობს, რომ ეროსიმ ცეცხლსასროლი იარაღი თავისთვის შეიძინა.
გარდაცვლილის ძმა არ გამორიცხავს, რომ ეროსი გარკვეულ პროვოკაციებს და თავდასხმებს ელოდებოდა და მოწმესთან ეროსი კიწმარიშვილის სტელეფონო საუბარს იხსენებს.
"ამ პერიოდში მე გამოვრიცხავ, რომ ჩემთვის საჩუქრად იარაღი ეყიდათ. მე მაქვს რამდენიმე იარაღი გაფორმებული და დამატებითს არ ვსაჭიროებ. რაც შეეხება
საჩუქარს, ეროსის არა მარტო ნანიტაშვილთან, გაცილებით უფრო ადრე სხვასთანაც ჰქონდა ნათქვამი. ვფიქრობ ეს იარაღი მას თავისთვის უნდოდა გარკვეულ შემთხვევებში
თავის დასაცავად. საფრთხეებზე ის არ საუბრობდა, რომ აი რაღაცის მოლოდინშია. ის ერთ-ერთ მოწმესთან საუბარში ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ მან გარკვეული ინფორმაცია გაავრცელა პრესაში და ამით დატესტა სხვადასხვა პიროვნებები, რომელიც არ დაუკონკრეტებია. ის თვლიდა, რომ არ იყო გამორიცხული, რომ პროვოკაცია თავდასხმა განხორციელებულიყო მასზე,"- ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.