20 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
რასიზმი საქართველოში და მოსახლეობის დამოკიდებულება რასობრივი დისკრიმინაციის მიმართ

19 სექტემბერს ფეხბურთის ფანატთა facebook გვერდზე გამოჩენილმა ვიდეომ, სოციალური ქსელი პრაქტიკულად ააფეთქა. რამდენიმეკაციანი დაჯგუფება, რომელიც საკუთარ თავს "ბერგმანის" სახელით მოიხსენიებს, შუაგულ თბილისში, განსხვავებული რასისა და ეთნოსის მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება.

სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოჩენისთანავე, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებსაც ერთი პლატფორმა - "არა ფობიას" აერთიანებთ, განცხადება გაავრცელა. მათ სამართალდამცავ სტრუქტურებს, "ბერგმანის" საქმიანობის შესწავლასთან ერთად, ვიდეოში ასახული ძალადობის ფაქტების დროული გამოძიება და მათთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭება მოსთხოვეს.

ორი პიროვნების დაკავების პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება სხვა შესაძლო დამნაშავეთა გამოსავლენად, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშუალოდ დაჯგუფება "ბერგმანის" საქმიანობის შესწავლა ჯერჯერობით არ დაუწყია.

ჯგუფი "ბერგმანი" პირველად საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა და აზერბაიჯანულ გაბალას შორის გამართულ მატჩზე გამოჩნდა. მათი დროშა ნაცისტური სიმბოლოებით არის გაჯერებული.

მაშინ თბილისის დინამომ უეფა-ს დელეგატისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ ფანების მიერ ნაცისტური დროშის ფრიალი სოლიდური საჯარიმო სანქციების მიზეზი გახდებოდა.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები