ბობოყვათის რეზიდენცია არც ბოლოა და არც პირველი, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას მმართველობაში გადასცა. ჯერ კიდევ აღნიშნული რეზიდენციის გასხვისებას სახელმწიფო რამდენიმე თვის წინ სხვა საპრივატიზაციო შენობა-ნაგებობებთან ერთად გეგმავდა.
სახელმწიფო ბობოყვათის რეზიდენციას 34 მილიონად აფასებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ აღნიშნული რეზიდენცია სახელმწიფომ მართვაში ეკლესიას გადასცა.
ამ ფაქტის შემდეგ პოსტსკრიპტუმი დაინტერესდა გასული წლების მონაცემებით.
აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2015 წლის სექტემბრის თვის მონაცემების ჩათვლით ეკლესიამ სახელმწიფოსგან 527 ათასი 327 კვადრატული მეტრი გადაეცა.
აქედან 2012 წელ სახელმწიფომ ეკლესიას 147 000, 2013 წელს 6237, 2014 წელს 234 000 რამდენიმე დღის წინ კი 140 000 კვადრატული გადასცა.
გადაცემული ქონების სტატისტიკის მიხედვით კი ირკვევა, რომ რომ ქონების 25% თბილიშია გადაცემული, სადაც ყველაზე მაღალია უძრავი ქონების ღირებულება, დანარჩენი ქონება კი თანაბრად ნაწილდება ერთის მხრივ საქართველოს სხვა ქალაქებს და მეორეს მხრივ სოფლებს შორის. სადაც ბუნებრივია ფასები გაცილებით დაბალია.
2002 წელს გაფორმებული კონკორდატის მიხედვით თავად საქართველოს კონსტიტუციაშია აღიარებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მუხლი 3. ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და მუხლი 11.
1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე.
ავტორი: მიშა სესიაშვილი