20 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
დაიწყო თუ არა "მირზა შაფზე" გამოძიება? - "საია" სასამართლოში სარჩელს შეიტანს

რა ეტაპზეა პროექტ "მირზა შაფთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო თუ არა გამოძიება? ამასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სარჩელს დღეს საქალაქო სასამართლოში შეიტანს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთავარი პროკურატურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, რასაც კანონდარღვევად აფასებენ.

მათი ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე სამართალდარღვევის და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, თუმცა, მათი შეფასებით, გამოძიება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს.

დღის ამბები