რიგით მეორმოცე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართება. ცერემონია, ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
ნათლობა 17 საათზე დაიწყება. საღამოს 8 საათზე კი ნათლულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს.
დღეს 1300-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.