ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომების პარალელურად სტრასბურგში ყოველთვის იმართება აქციები.
ამჯერად, დღეს შენობასთან იმყოფებოდა ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მხატვარი შოთა ლელაძე, რომელიც ყოველთვის აფიქსირებს პოზიციას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
თუმცა, დღეს ხელოვანმა აქციაზე მიიტანა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი ბანერები.
"რუსთავი 2-ს დავიცავ კბილებით, რადგან ყოველთვის სიმართლეს საუბრობს," - განაცხადა შოთა ლელაძემ.