სექსუალური, პოლიტიკური და ეთნიკური - ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლის დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატში შედის.
უჩა ნანუაშვილმა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან წარადგინა.
2015 წლის აგვისტოს ჩათვლის სააგენტოში 107 სარჩელი შევიდა. 4 საქმის შესწავლა კი სახალხო დამცველმა საკუთარი ინფორმაციით დაიწყო.