20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ამ წუთებში ხანძარია ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, დამუშავებულ ხის მასალას გაუჩნდა, და შემდეგ მინდორზე გავრცელდა. 

არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა შენობა-ნაგებობებსაც გადადებოდა, რის გამოც ადგილზე ქუთაისში სხვა ქალაქებიდან სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. 

ადგილობრივებმა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს, სპეციალისტები ახლა მის ჩაქრობას ცდილობენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები