20 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
NASA-მ მარსის საიდუმლო ამოხსნა - მარსზე წყლის არსებობა დადასტურდა

NASA-ში მარსის საიდუმლო ამოხსნეს. უცხოური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მეცნიერებმა მარსზე წყლის კვალი აღმოაჩინეს. ამის დასადასტურებლად NASA-ში დღეს ფოტოებიც გაავრცელეს. 

როგორც BBC მეცნიერებზე დაყრდნობით ამბობს, სურთებზე შავი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მარსზე წყალი პერიოდულობით მოედინება. თხევად მდგომარეობაში წყლის ნაკადი თბილი სეზონის დროს ჩნდება და პერიოდულად ქრება. ნაპრალების სიგანე 5 მეტრს არ აღემატება.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს CNN, სადაც ნათქვამია, რომ მარსზე მეცნიერებმა მართლაც მიაგნეს წყალს და ის ნიადაგის ღრმა ფენებშია. სპეციალისტები ამბობე იმასაც, რომ პლანეტის ზედაპირის გარკვეული მონაკვეთი ნოტიოა.

უცხოური გამოცემები ამბობენ, რომ მარსზე წყლის არსებობა იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ იქ სიცოცხლე იყო. 

მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ მარსზე წყალი არსებობს. ამჯერად კი მათ უკვე უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვეს. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები