20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ხმაურიანი აქცია ვარკეთილში - დევნილები სახლების დაკანონებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია სამგორის გამგეობასთან. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 17 წლის წინ ხელისუფლებამ შეასახლა და ისინი კანონიერი მფლობელები გახდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ბინის მესაკუთრეები, რომლებიც შესახლებულების ნაწილს ფართს ედავებიან.

აქციის მონაწილეები სამგორის გამგებლისგან და დევნილთა სამინისტროსგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მათ სამგორის გამგებელი და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდნენ. მამუკა ჩოქურიშვილი აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა მისი თქმით, საკითხის მოგვარება მის კომპეტენციაში არ შედის.

ადგილზე მყოფმა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

 

დღის ამბები