20 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
საკრებულოს წევრების ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და თბილისის ბიუჯეტიდან გადახდილი 30 ათასი ლარი

დელეგაცია, რომელიც 18 სექტემბერს ბრისტოლში გაემგზავრა 4 წევრისგან შედგებოდა, თბილისის ბიუჯეტს კი მათი ცხოვრება და მგზავრობა 30 ათას ლარამდე დაუჯდა.

მონიტორინგის ცენტრ მედიატორის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 9 დღიანი ვიზიტი, შეხვედრებით დატვირთული არ ყოფილა, თუმცა საკრებულს წევრმა, რომელიც ბრისტოლში სახელმწიფოს ხარჯებით გაემგზავრა, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრებაზე უარი ვერ თქვა. მასალაზე კარგად ჩანს, რომ დელეგაციის ოთხივე წევრი, იმ დროს როცა შეხვედრები უნდა ჰქონოდათ, სტადიონზე იყვნენ.

ნუგზარ მალაღურაძე, კობა კობალაძე, ქეთევან ჯოხაძე და მალხაზ მჭედლიშვილი-საკრებულოს ოთხივე წევრის სამივლინებო ხარჯი ერთი და იგიგე ოდენობის იყო.

საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რომ მათი კოლეგები ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ, ნაწილი კი დელეგაციის წევრებს ბიუჯეტის თანხების ხარჯვაზე განმარტებებს სთხოვენ.

საკრებულოს წევრების ვიზიტი დიდ ბრიტანეტში 18-დან 26 სექტემბრამდე გაგრძელდა, ზუსტად ამ რიცხვებში იყო საქართველოს რაგბის ნაკრების ორი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ დრომდე უცნობია დეპუტატების ვიზიტი უბრალო დამთხვევა იყო თუ კარგად დაგეგმილი სპორტული გასეირნება.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, რეზო დიდბერაშვილი, ნათია გიორგობიანი. 

 

დღის ამბები