4 გასროლა აბაშიძეზე-დაახლოებით 3 საათის წინ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ახალგაზრდამ მანქანაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა. ნიკოლოზ ფერაძე და მოშე დადიანი კიდურებში მიყენებულ ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ არის გამორიცხული თავდასხმაში ბრალდებული არასრულწლოვანი იყოს.
სწორედ 17 წლამდე ასაკის უცნობი ბიჭი დაინახეს თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე. რომელმაც სროლის შემდეგ არაყიშვილის ქუჩით დატოვა შემთხვევის ადგილი.
პოლიციამ უკვე ამოიღო მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები.
მომხდარზე დუმილს ამჯობინებენ თავად დაჭრილებიც, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი გადაწყეტილებიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან არ საუბრობს.
რაც შეეხება შს სამინისტროს დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი