მორიგ სკანდალურ ჩანაწერებზე გამოძიება დაწყებულია. პოსტსკრიპტუმში გასულ ვიდეოჩანაწერებს ერთდროულად ორი უწყება იკვლევს.
პროკურატურაში უკვე აღძრულია საქმე. პარალელურად შიდა მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
ჩანაწერები ერთდროულად სამ ეპიზოდს მოიცავს და სამივე მათგანში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზეა საუბარი.
პატრულის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბაბუნაშვილი, რომელიც ახლა ევროპაში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება, მორიგ სკანდალურ ჩანაწერებს აანონსებს.
გიორგი ბაბუნაშვილის დასახელებული პირები მეორე დღეა დუმან. კურიერის მცდელობის მიუხედავად ვერც დავით ცინარიძესთან და ვერც ლევან იზორიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
ეთერში გასულ მასალაზე ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას სახალხო დამცველიც ითხოვს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ის გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.