ავჭალაში დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაზარალებულს ჭრილობები ცივი იარღით აქვს მიყენებული. ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.