დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს გელა დუმბაძე ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე ანგარიშს ჩააბარებს.
მინისტრი კანონმდებლებს საბერძნეთის ქართული დიასპორის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას მიაწვდის.