20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
აბაშიძეზე სროლისას დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

აბაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ მამაკაცს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავამდყოფოში განაგრძობს მკურნალობას. ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია არასრულწლოვან ბრალდებულს ეძებს.

თვითმხილველების განცხადებით, გუშინ აბაშიძეზე დაახლოებით საღამოს 6 საათზე მანქანაში მსხდომ მამაკაცებს პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ 16-17 წლის ბიჭმა აბაშიძის ქუჩა ფეხით დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები