პარლამენტში მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობენ. საკომიტეტო განხილვები დღეს გაგრძელდა.
ამჯერად გოგა ხაჩიძის ინიციატივაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.
ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრმა გოგა ხაჩიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.
ხაჩიძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ეს პრობლემა შეეხო ქვეყნის რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს.
“მე ვფიქრობ, რომ თუ ეს პარლამენტი საერთოდ რამეს ფიქრობს ამ მიმართულებით და რამის გაკეთება უნდა, ეს არის ყველაზე რბილი და მცირე ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგეს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის განმარტებით, „ხელისუფლებას არანაირი არგუმენტი არ აქვთ პლანის გამო კაცი ციხეში რატომ უნდა ჩააგდონ.“
თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორი დოლიძე კი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა.
„ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა და მთელი ცხოვრება გაუფუჭო, ვფიქრობთ არასწორია. უფრო გლობალურია პრობლემა,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
კომიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამადგენლებიც ესრწებიან.
ისინი აცხადებენ, რომ მარიხუანას მომხმარებელი არ არის კრიმინალი და მის წინააღმდეგ არ უნდა მოქმედებდეს საპატიმრო სასჯელი.