ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს დღეს რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვასილ ყულჯანიშვილის ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან უკვე ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
საქმოქალაქო პანაშვიდზე ხლობლები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები და სხვა მოქალაქეები მიდიან.
ტაძრიდან დაღუპულ სამხედროს 2 საათისთვის გამოასვენებენ და მას რუსთავში დაკრძალავენ.
დაღუპულის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემაც.
მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ვასილ ყულჯანიშვილის სამშობლოში რამდნეიმე დღის წინ ჩამოასვენეს.