20 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული აფთიაქების შემოწმების შედეგებს აქვეყნებს

სამართალდამცველები და ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული აფთიაქების შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიზეზით რამდენიმე აფთიაქი დახურვისა და კიდევ 8 დაწესებულების ხელმძღვანელთან მიმართებაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, შსს-ში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული სააფთიაქო ქსელებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის რიცხვი.

„კუსტარული ნარკოტიკების ე.წ. კრაკადილის, ვინტის, ჯეფის მოხმარება 99 პროცენტით შემცირდა. ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებაც  დაახლოებით 90 პროცენტით შემცირებულია. ნარკომანიის კუთხით სახელმწიფოს წინაშე კვლავ რჩება გამოწვევები, რომელებსაც მან ადეკვატურად უნდა უპასუხოს. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს სააფთიაქო ნარკომანია, რომლის დასაძლევადაც შსს და ჯანდაცვის სამინსიტროები აქტიურ ნაბიჯებს დგამენ,“  - განმარტა შსს-ს აკადემიის პრორექტორმა სოფო კილაძემ.

როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით ფარმაცევტულ დაწესებულებებს, რომლებსაც შეუჩერდათ ნებართვა, ძალიან მარტივად ხელახლა შეუძლიათ მოიპოვონ იგივე ნებართვა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა.

ჯანდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც გაამკაცრებს სამართალდამრღვევი პირებისთვის ფარმაცევტულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემას. 

დღის ამბები