20 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის მიმდინარეობის შუალედური ანგრიში წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთში რთველის მიმდინარეობის შუალედური ანგრიში წარადგინა. ოთარ დანელიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით სულ გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი.

მოსავლის ყველაზე დიდი რაოდენობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გადამუშავდა. მინისტრის ინფორმაციით, პროცესში 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის 18 საწარმოა ჩართული.

"პრაქტიკულად გაორმაგებულია, ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი აქვთ მოსავალი მიღებული გლეხებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება მათ შემოსავალზე, მიუხედავად იმისა, რომ ფასი არის განსხვავებული შარშანდელი წლისგან," - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

მინისტრის განმარტებით, 25 წლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 24 სექტემბერს, როდესაც გადამუშავდა 7100 ტონამდე ყურძენი დღე-ღამეში.

პრესკონფერენციაზე მინისტრმა ექსპორტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის ექსპორტი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა მთავრობა ახალი ბაზრების მოსაზიდად მუშაობს.

 "რა თქმა უნდა, არის რიგები, რიგები იყო ყოველთვის რთველის დროს და მითუმეტეს ახლა, როდესაც ეს სიმძლავრეები არის წარმოდგენილი რეგიონში, არ შეესაბამება ამ ჭარბ მოსავალს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ზომები მიღებული," - განაცხადა დანელიამ. 

დღის ამბები