ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს პატივი მიაგო ამერიკის ელჩმა მეუღლესთან ერთად.
იან კელიმ ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.
„დღეს აქ ამერიკელი ხალხის სახელით ვარ, რათა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო. საქართველომ დაკარგა ერთერთი ყველაზე მამაცი და გამორჩეული შვილი. ამ სამწუხარო დროს, ვასილის ოჯახს და ქართველ ხალხს ვუსამძიმრებთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთ მწუხარების ჟამს ამერიკა თქვენს გვერდითაა,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს.