20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას.

კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, თავისუფლების აღკვეთა უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომით უნდა ჩანაცვლდეს.

მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.

განხილვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, შეიქმნება საშიშროება, რომ გაიზარდოს მოხმარების სტატისტიკური მაჩვენებელი  და ასევე მარიხუანას გამსაღებელთა რაოდენობა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელს კანონპროექტის ინიციატორმა გოგა ხაჩიძემ უპასუხა და განუმარტა, რომ ამ შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები