საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ბოლო 10 დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა რამდენიმე თეთრით გამყარდა.
რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა.
ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2.3816 ლარი იქნება. ერთი ევროს ღირებულება კი 2.6736 ლარი იქნება, ანუ ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარი 2.3854 ლარი ღირდა.