20 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
რუსთავში მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით ხმაურიანი აქცია გაიმართა

რუსთავში, შარტავას ცხრამეტ ნომერში მცხოვრებლებმა უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტეს.

მათი თქმით, მოქალაქე ია შუბითიძემ მათ მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელიც მას მათი საცხოვრებელი სახლის წინ მშენებლობის ნებართვას აძლევდა.

აქციის მონაწილეები მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. მერიაში კი მოქალაქეებს ურჩევენ,  სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანონ. 

 

 

 

დღის ამბები