"ალკოტესტის გავლა დედამისის შეურაცხყოფად ჩათვალა?" - ასე გამოეხმაურა ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბაბუნაშვილი, იმ ვიდეოჩანაწერს, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
კადრებში უფლებადამცველი ირმა ჭკადუაა აღბეჭდილი.
სამართალდამცველებმა ადვოკატს ალკოტესტის გავლა სთხოვეს, რასაც დაპირისპირება და პატრულის შეურაცხყოფა მოჰყვა.
"რა ეტყობა აქ პროვოკაციის? მისი შვილი წამოვიდა პროვოკაციაზე, რადგან დედამისს ალკოტესტის ჩატარება ვთხოვეთ. ეს დედამისის შეურაცხყოფად ჩათვალა?" - აცხადებს ბაბუნაშვილი.