დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაბუნაშვილის გავრცელებულ კადრებში კანონდამრღვევებად მთავარი პროკურატურის თანამშრომლებიც ფიგურირებენ.
ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც თეთრი ფერის მაზდას მარკის ავტომობილის გაჩერებაა ასახული, საჭესთან მთავარი პროკურატურის საპროკურორო ზედამზედველობის უფროსი, ნათია მეზვრიშვილია.
ბაბუნაშვილის მტკიცებით, დაბურული შუშების გამო გაჩერებული პროკურორი ე.წ. "ნარუშილოვკის" ჩვენების გამო გაუშვა.
მთავარ პროკურატურაში კი ამტკიცებენ, რომ მეზვრიშვილს მსგავსი საბუთით არასდროს უსარგებლია.