ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ სპეციალურ საშვებს, ანუ ე.წ. "ნარუშილოვკას" ისეთი პირები ფლობდნენ, რომლებმაც მისი მნიშვნელობაც კი არ იციან.
ბაბუნაშვილმა ერთი შემთხვევა გაიხსენა.
"ეს უფრო კურიოზია. პეკინას მეორე ხაზში გოგონებს ეყენათ მანქანა. მოვითხოვე საშვი. კითხვა დამისვეს, უნდა დამაჯარიმოთო და მე ვუთხარი, რომ კანონის ფარგლებში მეთქი. ამის მერე მითხრეს, რომ ეს საბუთი რომ გაჩვენოთო და იმდენად არაკომპეტენტურად მითხრეს და არამცოდნედ, რომ ეტყობოდათ, არ იცოდნენ ამ საბუთის მნიშვნელობა. ვინაიდან მე ვიცოდი, რაც იყო, ვთხოვე, მალე გაეთავისუფლებინათ გზა და უკან წამოვედი," - განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას.