20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს წოდება 4 თვეში ლეიტენანტიდან მაიორობამდე გაეზარდა" - ბაბუნაშვილი

"ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლს წოდება 4 თვეში ლეიტენანტიდან მაიორობამდე გაეზარდა," - ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა, გააკეთა. 

მისი თქმით, აღნიშნულ წოდებებზე გადასვლას დაახლოებით 15 წელი მაინც სჭირდება. 

"სისტემა, სადაც 4 თვეში ადამიანი ლეიტენანტიდან მაიორი ხდება, რამდენად მოშლილია, ახლა კომპეტენტურმა ადამიანებმა შეაფასონ. რადგან ბერა ივანიშვილის ტრაილერის მძღოლი იყო, მაგიტომ? აი, ეს ხდება ახლა შსს-ში. ბერა ივანიშვილის აპარატურა დაჰქონდა ამ ადამიანს. ახლა ჩვენი ოცმეთაურია. ჩემი გამოცდილებით, ამ წოდებისთვის 15 წლის სტაჟი მაინც იყო საჭირო," - აცხადებს ბაბუნაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები