"ქალბატონი ირმას მგზავრის მხრიდან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი,"- ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე, კადრებს, სადაც ადვოკატ ირმა ჭკადუას საპატრულო ეკიპაჟი აჩერებს, მისი მგზავრი კი პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებს.
"ქალბატონ ირმას დადანაშაულება რამეში წარმოუდგენელია. მაგრამ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი მისი მგზავრის მხრიდან, რომელიც პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებს. რატომ არ მოახდინა რეაგილება პატრულ-ინსპრექტორმა, ეს სხვა თემაა. შესაძლოა, მან ეს კანონდარღვევად არ ჩათვალა, ან თავი აარიდა დაძაბულობას," - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
ვიდეოს სანახავად მიჰყევით ამ ბმულს.