საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება. გიორგი მარგველაშვილმა მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ხორვატიის პრეზიდენტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, თუმცა პრეზიდნეტის შეფასებით ჯერ კიდევ საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა.
გიორგი მარგველაშვილი ასევე პირისპირ ესაუბრა ხორვატიისა და პოლონეთის პრეზიდენტებს. მან კოლეგებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.
„პოლონეთი არის საქართველოს ერთერთი ძლიერი ლობისტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და დაგვიდასტურა ამ ხაზის გაგრძელება,“ - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.