პრემიერმინისტრმა ნიუ იორკში მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ფორუმში.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვასა და განათლების სისტემაზე.
მისი შეფასებით, კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება.
პრემიერის შეფასებით, ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე, რაც მისი თქმით მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.
მან სასამართლოზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ის სრულად თავისუფალია ხელისუფლების გავლენისგან.
საინვესტიციო ფორუმს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.
„იყო საუბარი სხვადასხვა დარგზე, სხვადასხვა ინდუსტრიაზე და საკმაოდ დეტალურად იქნა წარმოდგენილი საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.