20 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
საქართველოს გაერო-ს მისიებში ჩართვას საპარლამენტო უმცირესობა დადებითად აფასებს

გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისადმი მიძღვნილ სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას და გაერო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს ჩართვას აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

მათი აზრით, საქართველოს მხრიდან ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება სურს.

სამშვიდობო მისიებში გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაშიც, თუმცა აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ქვეყანამ წლების წინ დაიწყო.

გაეროს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სამშვიდობო მისიებში დამატებითი ძალების ჩართვის შესახებ მსოფლიოს 50 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც უერთდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები