20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
"მაჟორიტარული სისტემა წარმოადგენს ხვრელს, რათა მილიონრები პოლიტიკაში შეძვრნენ,"- შალვა ნათელაშვილი

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაში ლეობორისტული პარტიაც ჩაერთო. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ხელმოწერების შეგროვება რუსთველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

"ლეიბორისტული პარტია სახალხო ხელმოწერების შეგროვებას მაჟორიტარიზმის გასაუქმებლად საქართველოში. რომელიც წარმოადგენს ხვრელს რათა მილიონრები შეძვრნენ პოლიტიკაში,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

ლეიბორისტული პარტია ხელმოწერებს გურიაშიც აგროვებს. პროცესი დილის 11 საათიდან დაიწყო და ოზურგეთში, უნივერმაღთან მიმდინორებს.

ლეიბორისტების განამრტებით, ხელმოწერების შეგროვებას პარტია საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები