საერთაშორისო მონიტორინგის ცენტრი, მერიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი არეშიძის დიპლომის გასაჯაროებას ითხოვს.
მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის ცოლის ძმას ოფიციალურად აქვს მითითებული, საერთოდ არ არსებობს.
შესაბამისად, არის შესაძლებლობა, რომ არეშიძეს უმაღლესი განათლება არ ქონდეს მიღებული.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ინფორმაცია განათლების სამინისტროშიც გადაამაწმეს, სადაც განუმარტეს რომ, წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტი მათ ბაზაშიც არ არსებობს.
“ესეთი უნივერსიტეტი არ ფიქსირდება როგორც სასწავლებელი. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს უნივერსიტეტი რადგან არ არსებობს, შეიძლება არ არსებობდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიც,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხაბურძანიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს თბილისის მერიისგან გასაჯაროვდეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.