8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი მოდის კვირეულის მეთორმტე სეზონის მასპინძელია. 20 -მდე ქართველი დიზაინერი ჩვენებების პარალელურად 4 დღის განმავლობაში გამოფენები, პრეზენტაციები და საგანმანათლებლო შეხვედრებია დაგეგმილი.
კვირეულის ფარგლებში, ღონისძიების გასაშუქებლად თბილისში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ჩამოდიან.
ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტებთან ერთად, ქართველი დიზაინერების ახალ კოლექციებს ცნობილი ფოტოგრაფებიც შეაფასებენ.
თბილისის მოდის კვირეულის მასპინძელი უკვე მეორედ გართობის და დასვენების ცენტრი მეტრო იქნება.