13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული 3 ადამიანიდან ერთის ცხედარი იდენტიფიცირებულია. როგორც შს სამინისტრომ რუსთავი 2-ს განუცხადა, ცხედარი 23 აგვისტოს ფონიჭალაში იპოვეს, რის შემდეგაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ოფიციალური ინფორმაციით დე ენ ემ-ით დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ელიზბარ ბაღაშვილია, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაიკარგა.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 2 ადამიანი.
შეგახსენებთ რომ, ელიზბარ ბაღაშვილი მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო, ის მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ სახლში ტაქსით ბრუნდებოდა.