20 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ახალი ჩანაწერები - ელისო კილაძე პროკურატურაში მივიდა

სკანდალურ ვიდეომასალებზე დაყრდნობით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პროკურატურა ძალოვანების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს სწავლობს.

ამ წუთებში უწყებაში მყოფება ელისო კილაძე, რომელიც თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ხვალ კი მას შს სამინისტროს გენისპექციაში დაკითხვაზე ელოდებიან. 

ცნობილი გახდა ისიც, რომ ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ სკანდალურ კადრებთან ერთად, რომელიც მაყურებელმა რუსთავი 2-ის ეთერიდან უკვე იხილა, ელისო კილაძე გამოძიებას ისეთ მასალებსაც მიაწვდის, რომელიც მასმედიის საშუალებით არ გავრცელებულა. ჟურნალისტის თქმით მასზე ასახულია მოქალაქეებისა და პატრულის დაპირისპირება.

"წარვადგენ ამ მასალებს და ყველა სხვა მასალებს, რასაც მომაწვდიან ამ თემაზე. შს სამინისტროს გენისპექციაში ვარ უკვე ხვალ დაბარებული. მე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, როგორც ჟურნალისტი კი თვალს მივადევნებ პროცესებს. იმისთვის, რომ გამოძიება იყოს სანდო, აუცილებელია კადრებში ასახული მაღალი თანამდებობის პირებს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუწყდეთ,"- ამბობს ელისო კილაძე. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ვიდეოკადრები ყოფილმა სამართალდამცავმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები