20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 4 შვილის დედა სახელმწიფოსგან დახმარებაზე პასუხს ვერ იღებს

ნინო კაპანაძე თვიდან თვემდე სოციალური და ბავშვებზე მიღებული დახმარებით ცხოვრობს. თანხა 470 ლარამდეა, საიდანაც დიდი ნაწილი ბინის ქირასა და კომუნალურ გადასახადებში იხარჯება. 4 შვილის დედა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან მიღებული დახმარებებით ბინის ქირის გადახდა და ბავშვების გამოკვებაც უჭირს.

ბავშვებიდან სკოლაში მხოლოდ უფროსი დადის, დანარჩენები მძიმე სოციალური პირობების გამო დღეებს სახლში ატარებენ, რის გამოც ნინო მუშაობასაც ვერ ახერხებს.

4 შვილის დედამ გამგეობას უფასო სასადილოში ბავშვების გამოკვების ნებართვის მისაღებადაც რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ.

ნინო კაპანაძის პრობლემას იცნობენ ისნის გამგეობაში. გამგებლის მოადგილის განცხადებით, უფასო სასადილოზე გადაწყვეტილება სასადილოს სხვა უბანში მოთხოვნის გამო გაჭიანურდა.

ისნის გამგეობაში ისიც დაადასტურეს, რომ საბუთების წარდგენის შემდეგ სოციალურად დაუცველმა ნინო კაპანაძის ოჯახმა ბინის ქირა შესაძლოა ისევ ვერ მიიღოს.

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები