ხმაურია ამ წუთებში 169-ე ბაგა ბაღის ეზოში, სადაც მასწავლებლები და მშობლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ფიქრია ჩახნაშვილი წლებია ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას და მათთვის გაუგებარია გათავისუფლების მიზეზი.
თავად ყოფილი დირექტორის განმარტებით, მას ბაღების სააგენტოს მართვის ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, მასწავლებლების სრული შემადგელობის გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც არ დათანხმდა, რის გამოც თემურ თორდინავამ დირექტორი გაათავისუფლა.
ფიქრია ჩახნაშვილის თქმით, თორდინავა სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს და ანალოგიური გათავისუფლება სხვა ბაღებშიც იგეგმება.