20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
თბილისში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობით უკმაყოფილოა

ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მონაწილე მოქალაქეთა დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკმაყოფილოა.

გამოკითხულ მოქალაქეთა დიდი ნაწილი კმაყოფილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებისა და განრიგით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 44%, არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო 25%, ამდენივე კი საფასურით კმაყოფილია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებით უკმაყოფილოა გამოკითხულ მოქალაქეთა 36% , არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო 30%, 24 პროცენტი კი ამბობს, რომ კმაყოფილია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სანიტარული მდგომარეობით უკმაყოფილოა გამოკითხულ მოქალაქეთა 39%, არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო 28%, 24% ისთვის კი არსებული სანიტარული მდგომარეობა სავსებით მისაღებია.

თავისუფალი ადგილების მხრივ უკმაყოფილოა გამოკითხულ მოქალაქეთა 53%,  24% არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, მხოლოდ 14% ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავისუფალი ადგილების რაოდენობით არის კმაყოფილი.

რეგიონების მსგავსად თბილისშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შშმ პირებისთვის სრულად მოურგებლობაზე საუბრობენ. გამოკითხულთა 73% ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შშმ პირებიზე მორგებული არ არის, მხოლოდ 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ტრანსპორტი მორგებულია შშმ პირებისათვის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები