საქართველოს პატრიარქის ინიციატივით საქართველოში 24 საათიანი ლოცვა დაწესდა. ამის შესახებ ილია მეორემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ისაუბრა. როგორც პატრიარქი ამბობს, განსაკუთრებით 24 საათიანი ლოცვა სვეტიცხოველში დაწესდება.
შესაბამისად სვეტიცხოველი 24 საათის განმავლობაში იქნება ღია და მომლოცველებასა და ტურისტებს ტაძარში შესვა დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
"საქართველო გამოირჩეოდა ისტორიულად თავისი დიდი ლოცვით, ლოცვებით. შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი - შვიდგზის ლოცვა. შვიდჯერ დღეში ლოცულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელისა ფსალმუნთა დამწერელი და აი, დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, სვეტიცხოველში განსაკუთრებით, დაწესდეს 24-საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი," - აღნიშნა პატრიარქმა.