30 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა, არ შეიძლება, უცხოელი ერეოდეს ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით საარჩევნო პროცესებში - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, აცხადებს, რომ ეს განცხადება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

საუბარია განცხადებაზე, რომელიც გერმანელმა პოლიტიკოსმა გუშინ გააკეთა. როთმა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართა და მათ ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარება შესთავაზა, ასევე კონკრეტული ადამიანების საკონტაქტო ინფორმაცია  გაავრცელა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როთის განცხადება საქართველოს კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობაა.

"სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური პრინციპების უპატივცემულობა იმიტომ, რომ არ შეიძლება უცხოელი ერეოდეს ასეთი პირდაპირი და უხეში ფორმით საარჩევნო პროცესებში. პრაქტიკული თვალსაზრისით, ამას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი, პირიქით, მიხაილ როთი, მოგეხსენებათ, არის ძალიან დიდი საჩუქარი მმართველი გუნდისთვის, თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,“ - აცხადებს ირაკლია კობახიძე.

დღის ამბები