20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"დღეს მიმდინარე პროცესები სიტყვის თავისუფლების დემონსტრირებაა“ - კახა კალაძე

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს ვიცე პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება და ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სიტყვის თავისუფლების დემონსტრირებად აფასებს.

„მედიაზე ზეწოლა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ეს იყო 2007 წელს, როდესაც იმედის ტელევიზია დაარბია სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა. დღეს მიმდინარე პროცესები - ეს არის სიტყვის თავისუფლების დემონსტრირება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე პრემიერმა მიმდინარე პროცესებს ორ სუბიექტს შორის დავა უწოდა.

„შეიძლება ითქვას ქიბარ ხალვაშს და მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარეობს ეს დავა. დაველოდოთ სასამართლოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები