პოლიტიკოსები რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურებიან.
„ბიძინა ივანიშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები ერთი დარტყმით მოამთავროს, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილის აზოგადოების ნაწილი გააჩუმოს,“-განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ უნდა დაასახელოს იმ პირის ვინაობა, ვინც მას ხელისუფლების მუქარის შემცველი გზავნილები გადასცა.
თავისუფალ დემოკრატებში კი მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება საფუძველია, რომ სისხლის სამართლის საქმე იქნას აღძრული.
არასაპარლამენტო ოპოზიციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკოსთან ნაწილი დღევანდელ პროცესზე დასწრებას გეგმავენ.